მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშანდელთან შედარებით გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6125 მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა.
დღევანდელი მდგომარეობით აივ მკურნალობას იტარებს 5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 % (3102) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3977) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (923) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (39) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935; აფხაზეთში (525); კახეთში (404) ქვემო ქართლში (469); შიდა ქართლში (303); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70-ვაჟი, 46-გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
წყარო: exclusive.ge