ჩინეთის ქალაქ ვუხანში, საიდანაც Covid-19 გავრცელდა, მასშტაბური წვეულება გაიმართა

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასასწრებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი არ ატარებდნენ პირბადეებს და არ იცავდნენ სოციალური დისტანციის წესებს.

გასული წლის დეკემბერში ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების 60% (84 000-ზე მეტი შემთხვევა) სწორედ ვუხანზე მოდის. ქალაქი 23 იანვარს ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი დააწესეს, რომელიც აპრილამდე გაგრძელდა. მაისში ქალაქში ტესტირების მასშტაბური პროგრამა აამუშავეს და 9 დღეში კორონავირუსის ტესტი 6.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარეს. ამის შემდეგ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.

“ტაბულა”