ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამარცხების შემდეგ იქნება ევროპული კოალიცია, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მუშაობას იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის ხმების დაცვა.
ბოკერიას თქმით, დემოკრატიის არსიც სწორედ ეს არის.
„ის, რომ თბილისში მოხერხდა ოპოზიციის კრიტიკული მასის შეჯერება კანდიდატებზე არის იმის მაგალითი, როგორ გაიზარდა პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების დაკვეთით. და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამარცხების შემდეგ იქნება ევროპული კოალიცია. არც ერთი ძალის ან ადამიანის ერთპიროვნული მმართველობა არ და ვერ იქნება და ამ ევროპულ კოალიციას შევკრავთ ჩვენ აუცილებლად”. – თქვა ბოკერიამ.
“ghn.ge”