მაია დვალიძე: სოც. მუშაკებო, ნუთუ რად გიღირთ ეს ცხოვრება, ჯალათებად რომ იქეცით?

–  „დღეს პატარა ნიკოლოზის დედა გავიცანი, ქ–ნი ნანა შარაშენიძე.
ძალიან მშვიდი და სათნო ქალბატონი ჩანს..

 

გული მომიკვდა, დარდისგან გალეულია სულ მთლად..
თავის მონატრებული შვილის ვიდეოები მანახა, აი, ასეთი ლამაზი ბიჭი მყავსო, სიამაყით გამომიცხადა! ❤️

კეთილი ადამიანების წყალობით, დღეს ის პირველად დაიძინებს შედარებით მშვიდად, იმ იმედით, რომ ხალხი ბოლომდე დაუდგება გვერდში და დაიბრუნებს ნანატრ შვილს…

რომ მივიყვანეთ ბატონი დიმიტრის (ლორთქიფანიძის) მიერ ნათხოვნ ბინაში, არც კი მიმოუხედავს ირგვლივ, მხოლოდ იმას კითხულობდა, შვილს დამიბრუნებენო?

დავაბინავეთ, გავესაუბრეთ და წამოვედით… მთელი გული და სული გამოგვაყოლა წამოსვლისას!.. ისე შემეცოდა…

სოც. მუშაკებო, ნუთუ რად გიღირთ ეს ცხოვრება, ჯალათებად რომ იქეცით?
თუმცა ჯალათი კლავდა და ამით წამში ამთავრებდა მსხვერპლის ტანჯვას!
ასეთ ადამიანებს კი თავის პატარებთან ერთად, სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებთ!!!

რასაკვირველია სოციოპათ, მანიაკ მშობელს უნდა გაარიდო ბავშვი, და არა მხოლოდ ბავშვი, ის ისედაც სულ სხვა რეაგირების საქმეა, მაგრამ გაარიდო ახლო ნათესავთან და არა გაიტაცოთ უგზო–უკვლოდ!!!

ნუთუ პატარები არ ყოფილხართ, დედა არ მოგნატრებიათ?
ან თქვენ შვილებს არ უტირიათ თუ სადმე შეგაგვიანდათ “დედა მინდაო” და თქვენ ორმაგად არ გინერვიულიათ ამის გამო?
თქვენი და თქვენი შვილების ცრემლი ძვირფასია და სხვისი არც ისე??

ხალხო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს პერიოდი უდგახართ გვერდში ამ ოჯახებს და მხარს უჭერთ!

სოც. სამსახურთან ქალბატონი მოვიდა, მეც შემიძლია დავუთმო ჩემი ბინა რამდენიმე თვითო, ცოტა დამაკლდა არ მივედი და არ ჩავეხუტე!!! ❤️

დამთავრებული არ იყო აქცია, კიდევ სხვა ოჯახმა დარეკა, იქნებ ჩვენც დაგვეხმარო..

დღეს რომ არ ევაჟკაცათ ბატონ ლევან ჩაჩუა –ს, ბატონ გურამ ფალავანდი ႢႴ –ს და ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძე –ს, ეს საქმე წინ ვერანაირად ვერ წავიდოდა!

ღმერთმა ყველას გვაშოროს ყველანაირი უბედურება!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხს ერთმანეთის გარდა სხვა პატრონი არ გვყავს!!!“

– წერს მაია დვალიძე

“თვალსაზრისი”