ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ახლოვდება კორონავირუსის მეორე ტალღა. ინფექციის ერთ-ერთი დიდი კერა კი სეულში არსებული პრესბიტერული ეკლესიაა, რის გამოც, სახელმწიფო ითხოვს ამ ეკლესიის მთლიანი მრევლის შემოწმებას, რაზეც ისინი უარს აცხადებენ და თავს არიდებენ ტესტირების გავლას. ინფორმაციას ავრცელებს The Independent.
უკვე შემოწმებულია მრევლის 2 000-მდე წევრი,თუმცა დარჩენილია 700 პირი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრევლის ამ საქციელმა შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება მთელ ქვეყანაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესია სამხრეთ კორეაში დაავადების ცხელი კერა გახდა. მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ინფიცირების 5 000-ზე მეტ შემთხვევაზე პასუხისმგებელია შინჩეჯიჯის ქრისტიანული სექტა, რომელიც აკრძალვების მიუხედავად, ფუნცქიონირებას ასრულებდა.
“აიპრესი”