თერმოსკრინინგიმესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყებაl

რთული ეპიდვითარების გამო მესტიის მუნიციპალიტეტში მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება, PCR კვლევა კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, იუწყება „რუსთავი2“.

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია>>

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს.

ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

ვიბლიანის ინფორმაციით, PCR ტესტირება მხოლოდ იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კორონავირუსის გამოხატული ნიშნები აქვთ და ასევე, დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის მესტიაში სიტუაცია სტაბილურია.

„წუხელ გამოკვლეული ტესტირებებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება მეორად ტესტირებას, უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება“, – განაცხადა ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, სოფლებში ყოვედღიურად რიგდება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყოფილია ყველა მსურველის გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

“სპუტნიკი”