“ივანიშვილი „ოცნებაზე“ ადრე აპირებს მგონი წასვლას, ის არც ისეთი უგონო კაცია ვერ ხვდებოდეს, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, თავის თავს ამთავრებს” – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნა”-ს ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციას აფრთხილებს.

იგი ამბობს, რომ ივანიშვილი მალე დაიწყებს მათთან „დალაგებას“ , რადგან ის გუნდი, რომელიც სამარეში მიყვება აღარ აინტერესებს. „ევროპული საქართველო“ კი, ვეღარ მალავს იმ „კუდებს“ რაც აშკარად ჩანს.“

დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ ისეთი დეკლარაციები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, ბევრი ყოფილა, მაგრამ არცერთს ბოლომდე არ უმუშავია.

” ბიძინა ივანიშვილი „ოცნებაზე“ ადრე აპირებს მგონი წასვლას.

ივანიშვილი არც ისეთი უგონო კაცია ვერ ხვდებოდეს, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, თავის თავს ამთავრებს. თან ისეთ ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს, ამერიკელებიც აღარ „გაუპრავებენ“ არაფერს და ისინი „წაიყვანენ“.

შესაბამისად, ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს ის გუნდი, რომელიც მას უნდა ჩაყვეს სამარეში და ამიტომ არის, რომ ვეღარც მის დაპირებებს ვისმენთ, არც თავად ჩნდება არსად…

რა შეეხება შეეხება ოპოზიციის დეკლარაციას, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, ბევრი გვინახავს ასეთი დეკლარაციები, და ისიც , რომ არცერთს ბოლომდე არ უმუშავია.

სწორედ ამიტომ ვაფრთხილებ ოპოზიციას, რომ ივანიშვილი მათთან აუცილებლად დაიწყებს ვაჭრობას, დალაგებს და ჯობია არ შეყვენენ, მითუმეტეს, რომ ამის გამოცდილება დიდი აქვთ.

თუმცა უკვე აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციიდან ბევრს აქვს კუდები გადაბმული „ოცნებასთან“.

„ევროპული საქართველო“ ამას უბრალოდ ვეღარ მალავს, იმდენი იკეკლუცეს პრემიერთან.

„ოცნებამ“ კი, შეგნებულად აღარ დამალა და შეგნებულად გაასაჯაროვა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ახალი პარტნიორები გაიჩინეს „ევროპული საქართველოს” გარდა და იმიტომ.

რაც შეგვეხება ჩვენ პოლიტიკურ ძალას, “ტრიბუნა”-ს, ჩვენ კოალიციაში არავისთან არ ვაპირებთ შესვლას! არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან!“ – დავით ჭიჭინაძე.

წყარო: cyc.ge