15 აგვისტოს გაუჩინარებული და გარდაცვლილი ბარ „ბაუჰაუსის“ ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ მეგობარი საუბრობს.
როგორც ირკვევა, ბაია ბერუაშვილი გარდა „ბაუჰაუსისა“ კომპანია „ბილაინშიც“ მუშაობდა, თუმცა ის ამ სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა…
როგორც მეგობარი ამბობს, ბაია ბერუაშვილი ბარ „ბაუჰაუსის“ პარალელურად, კომპანია „ბილაინში“ მუშაობდა, თუმცა იქიდან მომდევნო თვეში წამოსვლას აპირებდა.
ბაიას აუხდენელ ოცნებად საკუთარი ბარის გახსნა დარჩა …
„პროფესიით ფსიქოლოგი გახლდათ. ცოტა ხანი „ბორმენტალში“ ფსიქოლოგად, მერე კი, ბარ „ბაუჰაუსში“ მუშაობდა. ამაზე ვხუმრობდი კიდეც – მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა მეთქი?!