ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, რომლის წევრები ხელოვანები, მწერლები და ბიზნესმენები არიან, ხელისუფლების მიტაცებაა და რომ „ცხელი თავების გასაგრილებლად“ ყველა საშუალება აქვს.

“ისინი მხოლოდ ხელისუფლების გადაცემას ითხოვენ. მათი მიზანი ნათელია : ეს არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა მთელი თავისი შედეგებით,“- განაცხადა ლუკაშენკომ.

“აიპიენი”