ამერიკის მთავარი ვირუსოლოგი – ადამიანს ვაქცინაციას ვერ აიძულებ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ვირუსოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.

„მე ვფიქრობ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ყველასთვის“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

„თუ ვინმე უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვერაფერს ვიზამთ. ვაქცინას ადამიანს ძალით ვერ გაუკეთებ“, – განაცხადა ვირუსოლოგმა.

მანამდე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, კორონავიურის ვაქცინის გაკეთება ავსტრალიაში სავალდებულო იყოს.

“1არხი”