დღეს თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება

დღეს საქართველოს ჩემპიონი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ალბანეთის „ტირანას“ მიიღებს და გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

თბილისის დინამო

მნიშვნელოვან შეხვედრას „დინამო“ განსაკუთრებული საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 17 წლის წინ, 2003 წელს შეხვდნენ და მაშინ, ორი შეხვედრის ჯამში ალბანელებმა გაიმარჯვეს.

„დინამო“-„ტირანას“ შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

 

“იმედინიუსი”