რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტები შეინიშნება.
„არსებულ ვითარებაში მთავარია, რომ არ იყოს არანირი ჩარევა, სამწუხაროდ, ასეთი ჩარევის მცდელობას ადგილი აქვს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვნმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს ჟურნალისტებმა მაგალითების მოყვანა სთხოვეს, რაზეც პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა“.
დიმიტრი პესკოვმა ბელარუსისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზეც გააკეთა კომენტარი, პესკოვი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
“1არხი”