კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”