ქვეყენაში არ არის იმდენი პორტფელი, რამდენი ადამიანიც მათ მისაღებად რიგში დგას, ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ- ალექსანდრ ლუკაშენკო 

ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია და მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

 

ლუკაშენკოს თქმით, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა შეტორტმანდა, ცდება. მისივე განცხადებით, მთავრობაში არის ხალხი, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება და ხელისუფლება თავის გზას გააგრძელებს.

„ვინც ქვებს ლესას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ და ეს უკვე აშკარაა, სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება. ეს უსაფუძვლო არ არის. ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია. მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

“1არხი”