მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას მცირე ინტერვიუ რუსულ პრესაში გამოქვეყნდა.
თორნიკეს განცხადებით, უძლიერეს გუნდში მოხვდა და იმედოვნებს, რომ პოლიტიკის მიუხედავად, ხალხს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ექნებათ.
– პირველად როდის იყავით რუსეთში?
– ბავშვობაში, მამაჩემთან ერთად ჩამოვედი რუსეთში. ის თითქმის ერთი წელი მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა.
– რუსულ კულტურას კარგად იცნობთ?
– სამწუხაროდ არა. მხოლოდ სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ბევრ საინტერესოს ვისწავლი.
– რა მოლოდინი გაქვთ რუსეთში ჩამოსვლით?
– უძლიერეს გუნდში ჩამოვედი – ცსკა-ში. იმედი მაქვს დავამტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს და ახალ მიზნებს მივაღწევ. ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მინდა ვაჩვენო, რომ ხალხი მზად არის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ერთმანეთთან პოლიტიკის მიუხედავად.
– არსებობს მოსაზრება, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა. ეს მართალია?
– სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად სხვაგვარად ხდება.