მკურნალი ექიმის შეფასებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა. 9 წლის ბავშვს პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია მუცლის არეში მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები „გეკოს“ ტიპის იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. არასრულწლოვანს დაზიანება ღვიძლის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მკურნალი ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
“სპუტნიკი”