ვწუხვარ, რომ ჟურნალისტებს ორი-სამი ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ, – ასე მიმართა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მედიის წარმომადგენლებს. “ევროპული საქართველოს” კანდიდატის გაღიზიანება ჟურნალისტების დასმულმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც ოპოზიციური კოალიციის შექმნის აუცილებლობასა და წერილობითი დეკლარაციის მიღებას ეხებოდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, ორი-სამი ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგუგლოთ” – უთხრა ჟურნალისტებს უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია ისეთი კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანებას გამორიცხავს.
წყარო: kvira.ge