ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა.

 

პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი 19 აგვისტოს მოაწერა. ინფორმაციას სააგენტო БЕЛТА პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიდევ ერთი ბრძანებულებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის წევრებიც დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ახალ მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა.

“აიპიენი”