ბელარუსის პრეზიდენტი: დასავლეთი უკვე ღიად აფინანსებს ქვეყანაში მიმნდინარე საპროტესტო აქციებს

19 აგვისტოს ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც ვიდეოკავშირის საშუალებით რეგიონების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციიის რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

 

პრეზიდენტი საზღვარგარეთის ქვეყნების საპროტესტო აქციებთან დამოკიდებულებას შეეხო. მისი თქმით დასავლეთი უკვე ღიად აფინანსებს ქვეყანაში მიმნდინარე საპროტესტო აქციებს.

“დასავლეთის ქვეყნები უკვე პირდაპირ, დაუფარავად, ღიად აცხადებენ თანხების შეგროვების და ბელარუსში გადაგზავნის შესახებ”, – თქვა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს მიჰყვეს ყველა შემოსულ სახსრებს, დიდი თანხები ნაღდი ფულით იგზავნება.

“მე უბრალოდ ვურჩევდი მათ, სანამ თითს ჩვენსკენ გამოიშვერენ, შეიტანონ თავიანთ დღის წესრიგში საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” და აშშ-ში საშინელი არეულობის საკითხები.”

“აიპრესი”