დღესდღეობით საქართველოში 38000-ზე მეტი ონკოპაციენტია, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც და ეს არის ტვირთი, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფინანსური- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა საკამოდ გაფართოებული ჯგუფი, რომელშიც მონაწილოებას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები.
„სწორედ აქ შევიმუშავეთ ეს ცვლილებები. ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებითა და ეფექტიანი გამოსვლებით ხასიათდებიან და სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომოობა ამ პრეპარატებზე და მათ უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივუღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარეტების ახალი თაობა, რომელიც ყველაზე ეფექტიანია ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“იმედინიუსი”