ლიეტუვის საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 32 პირისგან შემდგარი სია შეიმუშავა, რომელიც უკვე გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შეგახსენებთ, ლიეტუვის მთავრობა ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.

“1 არხი”