მომიტინგეები, ქარხნების შესასვლელებთან მუშებს “აგრესიულ დერეფნებში” ატარებენ, როგორც გესტაპო- ლუკაშენკო  (ვიდეო)

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც ვიდეოკავშირის საშუალებით რეგიონების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციიის რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა, პრინციპში დიდი უმრავლესობით, დაკავებულია მუშაობით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის კუთხით მაინც რჩება სირთულეები. ჩვენ ამას ვხედავთ. როგორც მე გუშინ ვამბობდი, დამშვიდება არ შეიძლება. ვისაც სურს, რომ ძილი მოგგვაროს, არაფერი გამოუვა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ძირითადი საფრთხეები, რომლებიც შეშფოთებას იწვევენ, არის სამხედროების, მილიციის, სპეციალური სამსახურების, სახელმწიფო მოხელეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოჯახების მიმართ მუდმივად გამოთქმული მუქარები. “მთავრობის წევრებზეც კი ხორციელდება შეტევები. თქვენ ნახეთ ზოგიერთი მომიტინგის ქცევა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან.”

“მუქარები და შეტევები (ეს ჩვენ აგრეთვე გვაწუხებს), ფაბრიკების და ქარხნების მუშებზე, წარმოების ხელმძღვანელებზე. სამუშაო დღის დაწყების და დამთავრებისას მათ შესასვლელ-გამოსასვლელში აგრესიული ბრბოს დერეფანში ატარებენ. როგორც გესტაპო. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა მუშებს, გამოვხატო მათ მიმართ დიდი მადლობა და ვთხოვო, რომ მათ არ მიაპყრონ მზერა ასფალტს. თქვენ, მუშები, ხართ ამ ქარხანში ბატონ-პატრონები, იმ მომიტინგეებში კი, რომლებიც თქვენ შესასვლელში გხვდებიან, ჩვენ გავერკვევით”, – განაცხადა ლუკაშენკომ

პრეზიდენტი საზღვარგარეთის ქვეყნების საპროტესტო აქციებთან დამოკიდებულებას შეეხო. მისი თქმით დასავლეთი უკვე ღიად აფინანსებს ქვეყანაში მიმნდინარე საპროტესტო აქციებს.

“დასავლეთის ქვეყნები უკვე პირდაპირ, დაუფარავად, ღიად აცხადებენ თანხების შეგროვების და ბელარუსში გადაგზავნის შესახებ”, – თქვა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს მიჰყვეს ყველა შემოსულ სახსრებს, დიდი თანხები ნაღდი ფულით იგზავნება.

“მე უბრალოდ ვურჩევდი მათ, სანამ თითს ჩვენსკენ გამოიშვერენ, შეიტანონ თავიანთ დღის წესრიგში საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” და აშშ-ში საშინელი არეულობის საკითხები.”

ბელარუსის პრეზიდენტი ოპოზიციის მიერ “ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფერის” მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ უკვე გაინაწილეს მინისტრების პორტფელები.

“მე მინდა ვთქვა, ძვირფასო შავრაზმელებო, ქვეყანაში არ არის იმდენი რაოდენობა პორტფელების, რამდენიც თქვენ დგახართ რიგში. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს. ჩვენ უზრუნველგყობთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

განმეორებით მინდა შეგახსენოთ, რომ ალტერნატიული, პარალელური და სხვაგვარი ორგანოების შექმნა, კანონით ისჯება, – ამბობს ლუკაშენკო.

“აიპრესი”