ნავალნის პრესსპიკერის განმარტებით, პოლიტიკოსი რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი  კირა იარმიში Twitter, – ში წერს, რომ ნავალნი, ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

 

„დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა“, – დაწერა იარმიშმა „ტვიტერში“.

რუსი პოლიტიკოსი კვლავ უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, ამასთან, მათივე მოთხოვნით საავადმყოფოში პოლიცია გამოიძახეს.

„ერთი წლის წინ, როდესაც იგი დაკავებული იყო, მოწამლეს, ცხადია, რომ ამჯერადაც მას იგივე გაუკეთეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი მოწამლეს რაღაცით, რაც ჩაიში გაურიეს. ეს ერთადერთი იყო, რაც მან დილიდან მიიღო. “, – აღნიშნა პრესსპიკერმა კომენტარებში.

“აიპიენი”