ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის მონასტერში იქადაგა.
მეუფემ მრევლს მიმტევებლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოველ წლიურად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთმანეთს ვლანძღავთ.
„მე ერთს შევიგინები და მერე მთელი წელი ლაპარაკობენ, აი მეუფემ შეიგინაო. იქნენ, მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ.
შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?! პატარაა საქართველო და ყველა ყველას ვიღაცაა. ამიტომ უნდა ავმაღლდეთ და თუ გვინდა, ღმერთთან ვიყოთ, პატიება უნდა შეგვეძლოს”, – აღნიშნა მეუფემ.
“პრაიმტაიმი”