კითხვები 0-დან 18 წლამდე პირთა 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ კვლავ აქტუალურია. მშობლების ნაწილს აინტერესებს, აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?
მთავრობის დადგენილება N505-ში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, და რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიანი დახმარება, ვკითხულობთ:
„ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ. შავ სიაში არიან თუ არა.
“პრაიმტაიმი”