სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ. 145 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 26 მლნ ლარს აჭარბებს.
116 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 30 000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3.7 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს.
სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 19 873 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 587 664 ლარი შეადგინა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. უკვე გაცემულია 1 842 აგროსესხი – სესხის თანხა, ჯამურად, 33 მლნ ლარს აჭარბებს
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 %-ით მეტია. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება 155 მლნ ლარს აღემატება.
“იმედინიუსი”