5 პროდუქტი, რომელსაც რუსეთში ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (702.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (627.6 მლნ. აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი კი 2.9%-ით, ხოლო ექსპორტი 24.5%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 62 562 400 დოლარი
  • ფეროშენადნობები – 57 660 600 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 23 216 900 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები – 16 762 400 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – 11 443 100 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 77 146 700 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 49 271 900 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 23 370 400 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი – 18 921 600 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები – 15 478 000 დოლარი

 

“bpn.ge”