Die Zeit – აშშ მეგობრებისა და მოკავშირეების წრეს ამცირებს

აშშ-ს „სანქციომანია“ ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. 60-წლიანი სანქციები კუბის მიმართ საბოლოო ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან მიმართებაში აშშ სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.

რუსული გაზის იმპორტი გერმანიაში ამერიკას და გერმანიას შორის კამათის საგანი ჯერ კიდევ 1970 წლებში იყო, როდესაც კანცლერმა ვილი ბრანდტმა მოსკოვთან ენერგეტიკულ პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა.

თუმცა, შემხვედრი ქარი შტატებიდან ისეთი ძლიერი, როგორც დონალდ ტრამპის პერიოდში, არასდროს ყოფილა. ხისტი ზეწოლა, რომელსაც ვაშინგტონი ბერლინზე ახორციელებს, გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობებს მათი გაწყვეტის საფრთხემდე ართულებს.

პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვილი ბრანდტს სანქციებით ემუქრებოდა, თუმცა, მაშინ გერმანიის მთავრობამ სიმტკიცე გამოავლინა.

შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობა გაღრმავდა, კონფლიქტი 1982 წელს განახლდა. რონალდ რეიგანმა სანქციები შემოიღო იმ ამერიკული კომპანიების წინაამღდეგ, რომლებსაც საბჭოთა გაზსადენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობა სურდათ.

თუმცა, მაშინაც, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი თავისი პოზიციის ერთგული დარჩა. გერმანიას მხარი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაუჭირეს, რის შემდეგაც რეიგანმა სანქციების შემოღება გადაიფიქრა.

რუსეთი ცივი ომის პერიოდშიც კი საიმედო მიმწოდებელი იყო. მომავალში ჩვენ მეტი რუსული გაზი დაგვჭირდება და ამის მიზეზი ჰოლანდიური, ბრიტანული და ნორვეგიული საბადოების ამოწურვა გახდება.

გერმანია არასდროს არ „ელაქუცებოდა“ კრემლს გაზის მიწოდების გამო და ეს უკვე არსებულმა გაზსადენმა „ჩრდილოეთ ნაკადი-1“ -მა ვერ შეცვალა.

არაა აუცილებელი პუტინი მოგწონდეს, რომ მიხვდე – ტრამპისთვის პრიორიტეტია რუსეთის ევროპული ბაზრიდან განდევნა და მის ნაცვლად ევროპელებისთვის უფრო ძვირი თხევადი გაზის თავზე მოხვევა.

შეიძლება მხარი დაუჭირო „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს, ან იყო მისი წინაამღდეგი, თუმცა არ შეიძლება დანებდე აშშ-ს მიდგომას, რომლებიც საერთაშორისო ნომრებს უხეშად არღვევს.

სანქციებმა კუბის წინაამღდეგ 69 წლის მანძილზე შედეგები ვერ გამოიღო, სავარაუდოდ იგივე ეფექტი ყირიმის შემოერთების გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებსაც ექნებათ.
ეს ზომები რუსეთს ჩინეთისკენ უბიძგებს, ისევე როგორც ირანის წინაამღდეგ შემოღებული შეზღუდვები.

ადრე სანქციები მტრების წინაამღდეგ იყო მიმართული, დღეს კი – მეგობრების და მოკავშირეების. ეს ახალი მოვლენაა.

თავის ქმედებებით ვაშინგტონი ევროპელებს ენერგიის მიღების წყაროების თავად განსაზღვრის უფლებას ართმევს. ექსტერიტორიული სანქციებით ამერიკა ევროპის სუვერენიტეტს ლახავს.

თუმცა, რა უნდა გააკეთო შექმნილ სიტუაციაში? გერმანიის მთავრობა საპასუხო ზომებზეა უარს ამბობს. შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა და პროცესში საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ჩართვა. შესაძლებელია ამერიკული საქონლისთვის ბოიკოტის გამოცხადება, მაგრამ ამერიკა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება, მსო-სთან კი ღია კონფლიქტში იმყოფება, ხოლო იმპორტის ბოიკოტი თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ქვეყნების პროტესტის მხოლოდ სიმბოლური ჟესტები რჩება.

Die Zeit – მოამზადა თენგიზ აბლოთიამ
წყარო: commersant.ge