იპოეთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვანი ბიძგი ვერ მისცა, თუმცა მნიშვენელოვანია თანხა, რომელსაც ბიუჯეტი სხვისი სახლების შეძენაზე ხარჯავს. სფეროს სპეციალისტების მიიჩნევენ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ, ბაზარზე არსებული მძიმე ვითარება, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია, მეტ-ნაკლებად შეამსუბუქა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
იპოთეკური სესხების სუბსიდირება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. სესხების დასუბსიდირება, კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო მოხდა. თუმცა გასარკვევია, სუბსიდიამ ბაზარი წაახალისა თუ არა.
სამშენებლო ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, 2020-ში ცუდი ვითარებაა.
“იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გარკვეული დადებითი შედეგები ჰქონდა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. წინა წელთან შედარებით, წელს უარესი მდგომარეობაა. მაგრამ, 2008 წლის კრიზისთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა. იპოთეკურის სესხები სუბსიდირებამ მოახდინა ის, რომ ბაზარი არ ჩამოიშალა.
პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა მგონია, რომ მოგვარება. კრიზისი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში მსყიდველუნარიან მოსახლეობაზე, რადგან ყველა პრობლემა შეექმნა. მყიდველები ძირითადად არიან საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელი, მათან პრობლემები შეექმნათ და ეს ყველაფერი ჯაჭვში.
საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა ბინების ყიდვის მხრივ, აქტიური არ არის. უფრო შემოდგომიდან. ზაფხულში უფრო აქტიური არიან უცხოეთის მოქალაქეები, რუსეთი, უკრაინა და ა.შ. ახლა კი, ისინი საქართველოში ვერ შემოდიან, რის გამოც აქტივობა ნაკლებია” – განაცხადა “რეზონანსთან” ირაკლი როსტომაშვილმა.
პრემიერი ინიციატივას, სამშენებლო სექტორის გარდა, თითქმის ყველა პროფესიული წრე აპროტესტებდა. სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდეს ხელისუფლება ბიუჯეტში გადასახადი გადამხდელების ფულს იპოთეკურ სესხებში მაშინ, როცა ეს საკმაოდ მაღაშემოსავლიანი სეგმენტია და სოციალური პაკეტი არ ესაჭიროება.
“აიჯიესი” ჯგუფის ხელმძღვანელის, შოთა გუჯაბიძის განცახდებით, კორონავირუსის გარდა, ბაზრის უკუსვლაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს.
“კორონავირუსს, რომ თავი დავანებოთ, ბაზარზე პანდემიამდე და შემდეგაც, უამრავი სხვა ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორი არის სეზონური სხვაობით გამოწვეული ფასთაშორისი ცვლილება. ის, რომ ახლა ზაფხულის პერიოდია და ბაზარი მკვდარია, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას. ის ფაქტი, რომ არჩევნების მოლოდინში ვართ, აისახება ამ ყველაფერზე. ასევე საბანკო რეგულაციები. ანუ, ეს მონოფუნქციური არ არის, რომ ერთ პარამეტრთან მიმართებაში დავაკვირდეთ ბაზრის ცვლილებას. ეს ყველაფერი კომპლექტურად განსახილველია და ყველა პარამეტრიც მძიმეა.
სესხების სუბსიდირება მეტ-ნაკლებად სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ უფრო სტრატეგიულად გაწერილი ნაბიჯები უნდა მოყოლოდა. ეს იყო მხოლოდ ერთი საბაზო ნაბიჯი, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სხვადასხვა ქმედებებით. როგორც ვთქვი, იპოთეკური ბაზრის სუბსიდირება მეტ-ნაკლებად სწორი იყო, რადგან ამ ბაზარზე მხოლოდ უძრავი ქონება არ არის მიბმული. ბაზარზე მიბმულია 600-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ქვესფერო, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულია, როგორიცაა სარემონტო მასალები, ავეჯის, ტექნიკის და კიდევ მრავარი მიმართულებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სუბსიდირება არ იყო იმ მასშტაბის, რომ ვისაც ბინის შეძენა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ამ პირობებით სწრაფად შეეძინა. ანუ, ეს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას არ ცვლის. ეს მხოლოდ სტაბიულურობას მატებდა არსებულ მდგომარეობას.
მისივე თქმით, ბაზარი ამჟამად ძალიან დიდი რეგრესს განიცდის. ფასები დაახლოებით, 40-50%-ითაა დაწეული.
სეზონური სხვაობა, საბანკო რეგულაციები, არჩევნები მოლოდინი, ეს ყველაფერი რეგრესის ფაზაში ადგებს ბაზარს. კომპანიები იძულებულები არიან, რომ უფრო მეტი დათმობები გასწიონ, რომ კიდევ უფრო მეტი ზარალი აიცილონ თავიდან. გაყიდვები არის ბაზარზე მაგრამ, ეს ხდება წაგების ხარჯზე. წაგება შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მაგრამ, ზოგადად არსებობს ე.წ. დაგეგმილი და პროგნოზირებადი მოგება, რომელიც ახლა მნიშნველოვნად, ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლით შეუმცირდათ კომპანიებს. ფასები დაახლოებით, 40-50%-ითაა დაწეული. ძალიან დიდ რეგრესში ვართ. Aმიტომ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სუბსიდირება არ იყო საკმარისი. მთავრობის მხრიდან უნდა იყოს გრძელვადიანი ეკონომიკურ სტრატეგიაზე გათვლილი ნაბიჯები.
პოლიტიკურ გარემოზე ვართ ძალიან მიბმულები, რომელსაც კორონავირუსის პანდემია ემატება. საერთოდ, აღმასვლა ძალიან მოკლეხნიანი არის ხოლმე. ზაფხულში გვაქვს სეზონური სხვაობით გამოწვეული პატარა ვარდნა. ასევე, ახალ წელს გვავქს პატარა შესვენება. ამიტომ, ზაფხულიდან-ზამთრამდე ეს აღმასვლა ძალიან მცირეა. ხოლო, ზამთრიდან-გაზაფხულის ბოლომდე არის ხოლმე დიდი ზრდა. ამიტომ, ახლა ზაფხულიდან-ახალ წლამდე დიდ აღმასვლას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ, ზრდას უნდა ველოდოთ სადღაც, თებერვლიდან” – თქვა “რეზონანსთან” შოთა გუჯაბიძემ.
წყარო: resonancedaily.com