იხილეთ მეათე საუკუნის ტაძარი ბაღდათში, სადაც ძალიან უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი

იხილეთ მეათე საუკუნის ტაძარი ბაღდათში, სადაც ძალიან უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი.

“წმინდა გიორგის ტაძარი მეათე საუკუნის ძეგლებს მიეკუთვნება, მაგრამ დანგრეულა ერთ-ერთი შემოსევის დროს, შესაბამისად შეინიშნება მეორადი გამოყენების ქვები. ტაძრის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ტაძრის სიმცირის მიუხედავად, მრავლადაა წარმოდგენილი უნიკალური ფრესკები და კედლის მხატვრობა, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის გამორჩეულ საეკლესიო მხატვარს, გიორგი ჯოხთაბერიძეს ეკუთვნის. ეს ფრესკები და წარწერები შესწავლილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მარუაშვილის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტაძრის აღდგენა და ფრესკების რესტავრაცია, რაც დიდ გავლენას მოახდენს ტურისტული თვალსაზრისითაც. მხატვარი, რომელმაც ეს ტაძარი მოხატა, ერთადერთია, რომელსაც ერთზე მეტი ტაძარი აქვს მოხატული, ანალოგიური პიროვნებები როგორც წესი არ გვყავს, ამ მხატვრის გარდა მხოლოდ სვანეთშია მხატვარი, რომელსაც ერთზე მეტი ტაძარი აქვს მოხატული” – აღნიშნავს გოჩა ხორავა.

ამჟამად, წმინდა გიორგის ტაძარი მოქმედი არ არის, წირვა მხოლოდ გიორგობის დღესასწაულზე ტარდება და მრევლის გარკვეული რაოდენობაც იკრიბება.

წყარო: kvira.ge