ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით ბერლინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა როგორც ფრენის, ასევე გერმანიაში დაშვების დროს სტაბილური იყო.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. ის ამჟამად კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

 

“ინტერპრესნიუსი”