ბათუმის ბულვარში კოლონადებთან და აჭარულის სახლის მიმდებარედ სამედიცინო საველე კარვები დგას. მესამე კარავი კი ქობულეთში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზეა მოწყობილი. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლია.
„გარე პერიმეტრზე გაფართოებული კვლევები, რომელიც დაადგენს რამდენად ცირკულირებს ჩვენს რეგიონში ვირუსი, ამ მოსაზრებით არის გაშლილი სამი კარავი. ორის ლოკაცია ბათუმის ბულვარი, მიმდებარედ, სადაც არის ღამის კლუბები, ბუნგალოები, თავშეყრის ადგილები და ერთი გახლავთ ქობულეთის პარკის ტერიტორია“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან სავალდებულოა სანაპირო ზოლში მდებარე კაფე-ბარებსა და ბუნგალოებში დასაქმებული თანამშრომლების კორონავირუსზე გამოკვლევა.
“აიპრესი”