მოლდოვას პრეზიდენტი მზად არის რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადოს

მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის თქმით, ის მზად არის საკუთარ თავზე გამოსცადოს რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინა. ამის შესახებ მან 21 აგვისტოს განაცხადა.

 

„რაც შეეხება ვაქცინას, მე რუსეთის ფედერაციაში ვიმყოფები. ჩვენ კოლეგებთან ვისაუბრეთ. იცით, მათ ვაქცინა შექმნეს, რომელიც ტესტირების რეჟიმს გადის. მე ბევრ მოლდოველს ვხედავდი, რომლებიც რუსულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებდა. რუსეთი ამ ვაქცინას მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამოიყენებს. მაგრამ როდესაც გადაწყვეტენ, რომ ვაქცინა ქვეყნის საზღვრებს უნდა გასცდეს, მე მზად ვარ პირველი, როგორც მოლდოვის მოქალაქე, რომელმაც ეს ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადა“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მოლდოვის მეთაურის თქმით, ის მზად არის საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს, რათა ვაქცინამ მოლდოვამდე, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს.

„მე როდესაც კოლეგებს ვესაუბრე, მათ თქვეს, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება ვაქცინას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც გამოიყენებენ. შეიძლება ეს მოხდეს მომდევნო კვირებში“ – ამბობს იგორ დოდონი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში შეიქმნა COVID-19– ის ვაქცინა, რომელიც ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილზე გამოსცადეს.

“პრაიმთაიმი”