საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ნავალნის “მოწამვლაზე”.
მოკლედ, რუსეთში მოღვაწე ოპოზიციონერი თვითმფრინავში ცუდად გახდა და საავადმყოფოშია ამ დრომდე.
ამ ინფოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, ფაქტიურად მთელმა დასავლურმა მედიამ “ეჭვი” გამოთქვა, რომ ის რუსულმა სპეცსამსახურებმა “მოწამლეს”, ქვეტექსტით-“აბა სხვას ვის უნდა მოეწამლა”.
ჯერ ერთი, თუ გჯერა იმისა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს იმდენი შესაძლებლობები აქვთ, რომ თვით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი იქონიეს გავლენა, რა მოწამვლა და კუჭის აშლილობა?!(აშშ ოფიციალურად აწარმოებდა გამოძიებას 2016 წლის არჩევნებში, რუსეთის ჩარევაზე)
მეორე, თუ გჯერა იმისა, რომ ეს “რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს”, მაშინ რატომ გამოირიცხება ის ვარაუდი, რომ ეს არა რუსულმა, არამედ დასავლურმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს, პროვოკაციის, არეულობის და დაძაბულობის მიზნით?!
ყველა ასეთი “მოწამვლა” რუსეთში, სწორედ დასავლეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რათა რუსეთი წარმოჩინდეს როგორც მოძალადე რეჟიმი, რაც მასზე ასიმეტრიული ზეწოლის ერთერთი საშუალებაა.
სინამდვილეში, არც სკრიპალები, არც ნავალნი და არც ნემცოვი, არანაირ რეალურ “საფრთხეს” არ წამოადგენდა/წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლებისთვის, აქედან გამომდინარე, ლოგიკაში არ ჯდება, რომ ამ “მოწამვლების” უკან რუსული სპეცსამსახურები იყვნენ.
აი დასავლურ სპეცსამსახურებზე კი, ამ შემთხვევაში იგივეს ვერ ვიტყვი..
სნაჩალა დუმაი, ჩორტ ვაზმი!!!