ბელარუსის სახელმწიფოს მტრები ქვეყანას წამლავენ და ამზადებენ სცენარებს რუსეთზე შემდგომი ზეგავლენისთვის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ქალაქ გროდნოში გამართული აქციის დროს განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან აღნიშნულ საკითხზე საერთო პოზიცია აქვს.
„ვიღაც რუსეთში ამბობს, „ოხ, ბელარუსში, ოხ ბელარუსში“, ბელარუსში არა, ეს თქვენთანაა, აქ, დასავლეთის საზღვარზე. ზეწოლას ახდენენ და წამლავენ. ჩვენ პუტინთან შევთანხმდით: ჩვენ აქ გვწამლავენ, რომ შემდეგ რუსეთში გააკეთონ. ეს არის პლაცდარმი და ის უნდა გავანადგუროთ. ეს არის ჩვენი საერთო აზრი პრეზიდენტ პუტინთან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
“1არხი”