ლავროვი: შუძლებელია დაამტკიცო, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ ბელარუსის არჩევნებს, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული დიალოგი დაიწყოს.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამდე, სანამ არ შესრულდება სამი მოთხოვნა: ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა.

“ტაბულა”