ბიძინა გიორგობიანი – მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალებაა ჰესები

ეკონომისტი, გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის გახშირებული წყალდიდობებისა და მათი შესაძლო რეგულირების შესახებ წერს.

გიორგობიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ვფიქრობ კავკასიონის მთისპირეთში გახშირებული წყალდიდობების და ღვარცოფულ/მეწყრული მოვლენების გამომწვევი მიზეზებია:

1) კლიმატის ცვლილების შედეგად ტემპერატურის მატება და შესაბამისად მწვერვალებზე ყინულის დნობა.

2) ნალექების განაწილების დარღვევა და ჭარბი ნალექის კონცენტრაცია.

3) სეზონური, მაგრამ ღვარცოფული მდინარეების კალაპოტებში, შემაკავებელი დამბების არქონა.

4) მთის მდინარეებზე წყლის ნაკადებიის რეგულირების სისტემის არქონა.

მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალებაა ჰესები. მთის მდინარეებზე ჰესების ქსელები კარგადაა განვითარებული ევროპის მთიან ქვეყნებში. მაგალითდ შვეიცარიის ელ-ენერგიის 52% შეადგენს განახლებადი ჰიდროსადგურების მიერ გამომუშვებული ენერგია. ასეა იტალიურ სამხრეთ ტიროლიში მდებარე ნაციონალურ პარკ Stilfserjoch მდებარე ჰიდროსადგურ ლაასის, ავსტრიის ტიროლის, გერმანიის ალპებსა და უფრო ჩრდილოეთში სკანდინავიის ქვეყნებშიც კარგად განვითარებული ჰიდროსადგურების ქსელია.

ქართულ სინამდვილეში ჰესებისადმი სამწუხაროდ უარყოფითი დამოკიდებულებაა დამკვიდრებული. ამ დამოკიდებულებას აქვს რამოდენიმე „საპატიო“ მიზეზი, კერძოდ;

1) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) ზედაპირული შესრულება.

2) ჰესების მშენებლობის დაბალი ხარისხი.

3) მშენებლობის შედეგად დაზიანებული ლანდშაფტის აღდგენის უგულებელყოფა.

4) ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშვებული ენერგიის განაწილებასა და ტარიფებზე ანონიმურ „ინვესტორებთან“ დადებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები.

5) ადგილობრივი მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან არასათნადო განმარტებითი მუშობა, ასევე ინდივიდუალურ ზიანზე დაბალი კომპენსაცია ადგილობრივი მოსახლეობისადმი

მთის მდინარეების წყლის მარაგების რეგულირება და სტიქიური წყალდიდობების მართვა, დამბების საშუალებით საუკეთესო საშუალებაა კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. ამ მიზნით ჰესების ქსელის გონივრული დაგეგმვა და განვითრება, კარგი გამოსავალი ჩანს.

დილეტანტურია მოსაზრება თითქოს წყალსაცავების მშენებლობის ბრალია ღვარცოფული მოვლენები (შეიძლება ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდეს, არასწორად დაგეგმილი და უკვე აშენებული ჰესის შეთხვევაში), პირიქით, სწორად დაგეგმილი დამბების სისტემით შესაძლებელია მდინარის ჩამონატანების მართვაც.

ნუკლეარული ენერგიის ალტერნატიული ენერგიების წყაროთაგან, წყლის ენერგია ჯერჯერობით ისევ ლიდერობს (სულ უფრო მზარდია მზის ენერგიის წილი), რაც ჩვენ საკმარისი რაოდენობით გაგვაჩნია. ალბათ ასეთ საკითხებზე უნდა მიდიოდეს დებატები საარჩევნო პერიოდში და არა ვის რამდენი „პერებეჟჩიკი“ ჰყავს პარტიულ სიაში, ან ვინ როგორ ემზადება არჩევნების შემდგომი აქციებისათვის”, – წერს ფეისბუქ გვერდზე გიორგობიანი.

წყარო: bfm.ge