ბავშვი მოკლა იმან, ვინც საქმე გააყალბა… მას ჩემთვის ერთი სახელი აქვს, მირიან ნიკოლაძე – ერთ-ერთი ბრალდებულის დედა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები ალაპარაკდნენ.

 

დანაშაულზე პირველად საკუთარ ვერსიებზე საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა.

ის ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, გამოძიებას კვალი აურიეს და შეუშალეს ხელი დადგენილიყო ჭეშმარიტება.

“კურიერთან” საუბრის დროს რევაზიშვილის დედა აცხადებს, რომ ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტიზას უკვე მიმართა.

ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა ეკა წულუკიძე აცხადებს, რომ ერთადერთი დამნაშავე მირიან ნიკოლაძეა.

რევაზიშვილის დედამ პირველად დაადასტურდა დღეს მედიასთან, რომ დაპირისპირების მეორე დღეს მისი შვილი გაგნიძესთან და მახარაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

“იძულებულები ვართ ოჯახი ჩავერთოთ გამოძიებაში. ეს ბავშვი მოკლა იმან, ვინც საქმე გააყალბა. ვინც ხელს აფარებს მკვლელებს. მას დღეს ჩემთვის ერთი სახელი აქვს მირიან ნიკოლაძე. ჰკითხეთ მას რა პოლიტიკურ ქულებს იწერს და ვისთან,”- განაცხადა ეკა წულუკიძემ.

ოჯახს და ოჯახის ადვოკატს ნიკოლოზ რევაზიშვილის გათავისუფლების იმედი არ აქვს.

 

“რუსთავი2”