ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ლიეტუვის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდლობის შესახებ იუწყება.
აღნიშნულის თაობაზე ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ წერს.
მათი ცნობით, „23 აგვიტოს ბელარუსის სამხედრო საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია აღკვეთეს“.
„კონკრეტული ტერიტორიიდან გაუშვეს ზონდი, რომელიც რვა საჰაერო ბურთისგან შედგებოდა და რომელზეც ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლოკა იყო აღბეჭდილი. „მი-24“ ტიპის ვერტმფრენების ეკიპაჟის ქმედებების შედეგად, საჰარეო ბურთების გადაადგილება, ცეცხლის გახსნის გარეშე აღიკვეთა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში გადაიგზავნა მომხდარის ამსახველი მასალები, რომელთა საფუძველზეც ლიეტუვის მხარისთვის წარსადგენი საპროტესტო ნოტა მომზადდება“.
“1 არხი”