ბუტა შეყვარებული იყო, მოკრძალებულად უყვარდა, მურტალოსავით უგზავნიდა შეყვარებულს თაიგულს

ექიმი, ნათია ფირცხალაიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთი კარგი ბიჭი – ბუტა რობაქიძე – დღეს, 24 აგვისტოს, მისი დაბადების დღეა, ბუტა 35 წლის გახდებოდა. ბუტა ჩვენი ტკივილია, 9 წლიანი რეჟიმის პირველი მსხვერპლი – 23-24 ნოემბერს, პატრულმა ბაშალეიშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა გასაკეთებელი!!! დატოვა გამწარებული დედა, ოჯახი, მეგობრები…შეყვარებული იყო, მოკრძალებულად უყვარდა. მურტალოსავით რჩეულ თაიგულს უგზავნიდა შეყვარებულს. მართალია არა ქურთი მარატიკას ხელით – ძმაკაცს ატანდა და აბარებდა -ერთი კარგი ბიჭისგანო

ხათრიანი იყო და იმ საღამოს უარი ვერ უთხრა ძმაკაცს რომ ერთად აღენიშნათ გიორგობა და. .. დედას უთხრა, არ ინერვიულო, მალე დავბრუნდებიო …

წავიდა, სულ წავიდა… დატოვა ყველა, გაუბედურებული, თვალცრემლიანი დედა, რომელსაც მას მერე ერთი წამი ბედნიერების აღარ ჰქონია.

დღეს ბუტას დაბადების დღეა. 35 წლის უნდა გამხდარიყო, რომ არა ის ავბედითი დღე და საბედისწეროდ გასროლილი ტყვია, რომელმაც 19 წლის ,,ერთი კარგი” ბიჭის ტრაგედიაცა და გმირობის ისტორია წამებში დაწერა!!! და ვინ იცის, რომ არა ეს უბედურება, დღეს ბევრად უფრო წარმატებული და სხვა საგმირო საქმეების მომსწრენი ვყოფილიყავით ყველა. ის იდგებოდა დღეს ჩვენ გვერდით და ვინ იცის, ეგებ წინამძღოლიც კი ყოფილიყო!!!

ნათელი და სანთელი ბუტას სახელს”-წერს ფირცხალაიშვილი.