სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი უზარმაზარი ალმასის ფასი დახვეწის შემდეგ სავარაუდოდ 18 მილიონი დოლარი იქნება.
სამხრეთ აფრიკაში, ლეტსენგის საბადოზე მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ალმასია ნაპოვნი, იუწყება ბრიტანული კომპანია Gem Diamonds Ltd, რომელიც საბადოზე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალმასის ზომა 442 კარატია.
„ეს მიმდინარე წელს ნაპოვნი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ზომის ალმასია, რაც ლეტსენგის საბადოს მნიშვნელობას ადასტურებს. ამ ადგილას უკვე არაერთხელ აღმოაჩინეს დიდი ზომისა და მაღალი ხარისხის ძვირფასი ქვები“, — განაცხადა Gem Diamonds–ის პრეზიდენტმა კლიფორდ ელფიკმა.
ექსპერტების შეფასებით, ალმასის ფასი მისი დახვეწა–დამუშავების შემდეგ 18 მილიონ დოლარს მიაღწევს.
“სპუტნიკი”