მაიკ პომპეო: აშშ განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფას.

 

ამის შესახებ მაიკ პომპეომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აშშ-ს ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის კუთხით იურიდიული ვალდებულება აქვს ნაკისრი. ჩვენ განვაგრძობთ ამ ვალდებულების შესრულებას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მაიკ პომპეომ ასევე ისაუბრა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე. მან აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ვიმედოვნებ, რომ სხვა არაბული სახელმწიფოები შეუერთდებიან ამ პროცესს. მათ მიერ ისრაელის აღიარება და ისრაელთან ერთად მუშაობა არა მხოლოდ გაზრდის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, არამედ გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს მათ ქვეყნებში“, – დასძინა მაიკ პომპეომ.

“იმედი”