რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ იგი Facebook-ზე წერს.

„რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს“ – წერს ირაკლი კობახიძე.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”