საბჭოთა კავშირი რომ დაანგრიეს, პირველ რიგში, თბილისში, ცირკის ტერიტორიის ქვეშ არსებული საკვების უნიკალური საცავი მოსპეს, თავის სანერგეებით- მაია დვალიძე

საბჭოთა კავშირი რომ დაანგრიეს, პირველ რიგში თბილისში, ცირკის ტერიტორიის ქვეშ არსებული საკვების უნიკალური საცავი მოსპეს, თავის სანერგეებით!

 


არადა ბერიამ სულ სისხლის ფასად აგროვა თესლები და ნერგები მთელი მსოფლიოდან!

30 წელი გავიდა და XXI საუკუნეში, ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა!
საცავი კი არა და, თუნდაც რაიმე თარო, 3 “პაჩკა” წიწიბურით ან ბრინჯით..

რა გგონიათ, საუკუნეების მანძილზე, მტრის შემოსევისას რომ გაიხიზნებოდნენ ხოლმე ქართველები სამალავში ბალახს და მიწას ჭამდნენ, სანამ ბრძოლები მიმდინარეობდა?

არა, ბატონებო!
ჩვენ წინაპრებს მუდმივად სასვსე ჰქონდათ საცავები!
ეს რა კოლოსალური შრომაა, წარმოგიდგენიათ???
და სად ხდებოდა ეგ?
აქ, ამ მიწაზე!
ამ მიწას ამუშავებდა გლეხი!
საკუთარ თავსაც კვებავდა, ჯარსაც და საცავიც სულ სავსე ჰქონდა!

იმ საცავებს მუდმივად განახლება რომ სჭირდებოდა, მაგას ხვდებით, იმედია!

გლეხი ოფლს ღვრიდა,
თავად-აზნაურობა – სისხლს!

და ამავე დროს, ყველას უპირველესი ვალი იყო გამრავლება, რაც შეიძლებოდა მეტი შვილი ჰყოლოდათ!

ასე იცავდნენ ქვეყანას!

ლოცვითაც ერთად ლოცულობდნენ, მუდმივად!

ლოცვა, შრომა, ბრძოლა- ესაა ქართული კულტურა!

წყარო