თერჯოლის სოფელში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის საქმეზე შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
11 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცავებმა გარდაცვლილის მამა დააკავეს, თუმცა ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა, მამას შვილი ცემის დროს შემოკვდომოდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოეკიდა. მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებული როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე ძალადობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა შესაბამის ორგანოს არავინ მიმართა. სოფელში მერიის წარმომადგენლის ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ არ იცოდა ოჯახში როგორი იყო. რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს.
წყარო: topnews.com.ge