სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით მედიას მიმართავს.
“სულ მეფიქრება, ამ ბავშვის ტრაგედიაში ლომის წილი აქვს ტელევიზიებს და საერთოდაც მთელ მედიას, სოც-ქსელებიანდ, რომლებიც იმის მაგივრად, რომ შეძლებისდაგვარად დამალონ, პირიქით, გაჰყვირიან სუიციდზე, სპექტაკლს მართავენ და დაუმთავრებლად, მთელი სიმძაფრით აშუქებენ ამ საკითხს, რაც კატეგორიულად არ შეიძლება!! (თუ წაიკითხავთ ბროშურას სუიციდის გაშუქების შესახებ, პირდაპირ მითითებულია, თუ რატომ უნდა იყოს მაქსიმალურად დაფარული, ან თუ საზოგადოებრივი ინტერსია, ძალიან უსახურად და მშრალად გამოცხადებული! …
უკვე მეათასედ გეუბნებით, რომ პირდაპირ აზეპირებინებთ მოზარდებს ამ “გამოსავალს”!
(ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს ვთხოვ, გააკეთონ განცხადბები ამ საკითხთან დაკავშირებით!)
ყველგან გაფეტიშებულია სუიციდი მედიაშიც და სოცქსელებშიც.. შესაბამისად მოზრდებსაც ჩაეჭედა თავში, როგორც “გამოსავალი”… ადრე, მშობლებისგან გარბოდნენ “პაბეგში” და ასეთივე გამოსავალს გვკარნახობს უმეტესობა საბავშვო წიგნი თუ კინოფილმი… მით უმეტეს ე, თუ დესპოტია მშობელი, კიდევ მეტი გამოსავალი არსებობს 21-ე საუკუნეში …
საბავშვო ლიტერატურაში ტყუილად არ არის ხშირად აღწერილი სხვადასხვა თავგადასავლები, რაც სასიამოვნო საკითხავთან ერთად ჭკუის სასწავლებელიც არის… დასავლეთში არსებობს სოციალური რეკლამა (რაც მე არ მომწონს, მაგრამ არსებობს და უკეთესის გაკეთება შეიძლება).
ახლა რას ხედავს და ისმენს ბავშვი?!
თუ როგორ მოიკლა თავი უფროსებზე გაბრაზებულმა სკოლის მოსწავლემ და ამას არჩევს მთელი ერი, ზოგი “გმირობადაც” უთვლის, მის სულელურ სიტყვებს დაატარებენ კედლიდან კედელზე, ტრაფარეტიდან ტრაფარეტზე, ტელევიზიდან ტელევიზიაში და შედეგი? ზუსტად იგივე სიტყვებს დაწერს და ჯინაზე თავს იკლავს მშობლებზე გაბრაზებული 15 წლის გოგონა!!!
აი, ჩვენი უპასუხისმგებლობის შედეგი!
იმდენად დიდი იყოს სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში გამოყენების სურვილი, რომ ყველაფერი დაიკიდეს ზოგიერთებმა და ისე გაპიარეს უპასუხისმგებლო პატარა ბიჭის საქციელი, რომ იმავე კვირაში, ზუსტად ხუთ დღეში, ზედიზედ, თავი მოიკლეს 23 წლის ახალგაზრდამ ბათუმში, 15 წლის გოგონამ აბაშაში, 17 და 16 წლის ბიჭებმა სხვადასხვა რაიონებში და 13 წლის ბიჭმა რუსთავში და კიდევ, ერთი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა 11 წლის ბავშვს და ეს ყველაფერი იმ საშინელ, ისტერიულ ერთ კვირაში, არც ასაკები მეშლება, არც სქესი!!!!
დაახლოებით მაინც თუ ვხვდებით ჩვენ დანაშაულს საზოგადოებიან -ჟურნალისტებიანად?!
ნუთუ იმდენად ბრმა და ყრუ ვართ, რომ ამ თვითმკვლელობებს არანაირად ვაკავშირებთ ლუკას სუიციდის 24-საათიან საინფორმაციო მხარდაჭერას ?! დიახ, სიტყვები არ მეშლება, სწორედ “სუიციდის საინფორმაციო მხარდაჭერა” იყო გახურებული და ნებსით თუ უნებლიედ, შედეგიც დაიდო!!!
არც ახლა მეშლება სიტყვა და კიდევ გავიმეორებ – “ნებით” და სპეციალურად ხომ არ ხდება სუიციდზე ასეთი მძაფრი აქცენტები, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელ ადამიანებს და ასევე მოზარდებს ტვინში კარგად მიეწოდოს მუდმივის სიგნალი “საუკეთესო გამოსავალზე”?!
ახლაც რა ხდება? ამდენი დღეა, პირდაპირ ეთერში, ირჩევა თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, აქაც არსებობს ვარაუდები სუიციდზე და პერმანენტულად ირჩევა მისი ოჯახის პრობლემები, მამის შემაკავებელი ორდერი და ა.შ. მამასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა – აი, ამას (სხვა დანარჩენთან ერთად) არჩევს მთელი მედია და სოც-სივრცე!!!
რა მივიღეთ? 11 წლის ბავშვმა, მამაზე გაბრაზებულმა მოისწრაფა სიცოცხლე!!!
საერთოდ რატომ უნდა მოსვლოდა ასეთი აზრი თავში?! მოზარდს, წესით და კანონით, პირველი, სახლიდან გაქცევა მოსდიოდა ჭკუაში და არა სუიციდი!!! სადამდე მივიყვანეთ ბავშვები?! რა დავაზეპირებინეთ? რომ “გამოსავალი” – მშობლის დასჯა – თვითმკვლელობაა?! რატომ? როდესაც ათასი სხვა რამე გვაფიქრდებოდა – მეგობრებთან, დეიდებთან, მამიდებთან, ბიძებთან დამალვიდან დაწყებული,.. სახლიდან გაქცევით დამთავრებული!… ყველა გავბრაზებულვართ მშობლებზე…
ხალხნო, დავფიქრდეთ რა !, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ან შენარჩუნებას გამოკიდებულები ყველაფერს კი არ უნდა ვკადრულობდეთ! არსებობს წითელი ხაზები!!!
რომლებიც არავინ უნდა გადავკვეთოთ!!!
რაღაც საშინელებას ჩავდივართ მეთქი!!!
ახალგაზრდობა დავაავადმყოფეთ, გავასადისტეთ, ფსიქიკა შევურყიეთ!!!
ნახეთ ინგლისური სერიალები, რამდენ რამეს ნახავთ სასიამოვნოსთან ერთად საჭიროს, შემეცნებითს ჩადებულს… იქ, არ არსებობს სერიალები, რომლებშიც რაღაც მნიშვნელოვანი ხაზი არ მიუყვება, “პროდაქტ პლეისმენტი” სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და “ზემოდან ” კარნახი არ სჭირდებათ სცენარისტებს და რეჟისორებს …
აქ, იგივენი რასა იქმნ? რაც უფრო პოპულარული გახდა “ჩცდ”, მით უფრო გაარეკლამა ნარკოტიკი და დედამო@ყნულობა, რა უნდა ველაპარაკო?! დავიჯერო, ასეთი ბოროტია, რომ ვერ ხვდება რა საშინელებას აკეთებს?!.
ვერ წარმომიდგენია!
ყველაზე იგივეს ვკითხულობ, ნუთუ იციან და სპეციალურად აკეთებენ?!
კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ყველას გემუდარებით, ვისაც შეხება გვაქვს საჯარო სივრცესთან, გვყავს მსმენელი, მკითხველი თუ მაყურებელი ! წაიკითხეთ, შეისწავლეთ, copycat crime რას ნიშნავს.. ეს არ ეხება მხოლოდ სუიციდს, საერთოდ კრიმინალის გაშუქებაზეა! არ შეიძლება ამდენი სისხლი, გვამები, წივილ-კივილი, პანაშვიდები, დაკრძავლები, სისხლიანი გარჩევების ასე რეალისტურად ინსცენირება – ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის გონებაზე, სხვადასხვაგვარად ილექება და როგორ გადაიხარშება კაცმა არ იცის, როგორ გამოსკდება კრიტიკულ ვითარებაში… ასე არ შეიძლება!!! რადგან ამით, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ პროვოცირებას ვახდენთ თვითმკვლელობების, ძალადობების, ინცესტების, პედოფილიის და ყველაფრის, რაც ოდნავაც კი გადახრილ ფსიქიკასთან კავშირშია, ავადმყოფებს ხომ პირდაპირ ვქოქავთ, ან
სადისტებად და მოძალადეებად ჩამოყალიბებაში ვუწყობთ ხელს!!
შეიკრიბეთ ტელევიზიების ხელმძღვანელები და შეთანხმდით ერთმანეთში, რომ არცერთი გაუშვებთ ვთქვათ ამ, ამ და ამ ტიპის მასალებს – გააკეთეთ ჩამონათვალი, რომ არ იყოს რეიტინგების გამო გამიშვი – გამატარე და ნუღარ აჩვენებთ ამდენ სისხლს და უბედურებას!
p.s. არ დაიწყოთ ახლა აქ ინგა გრიგოლიას და გვარამიას გინება, ძალიან გთხოვთ!.. ამისთვის არ დამიწერია ეს პოსტი…
აი, ხომ მოსისხლე მტრები ვართ მე და ნიკა გვარამია, მაგრამ ორი -სამი წლის წინ დამიდგა მომენტი და დავურეკე. ძალიან ადამიანურად ვილაპარაკეთ და მგონია, რომ გაიგო რაც ავუხსენი და ვთხოვე…
იმ პერიოდში, ნარკოტიკების თემები ირჩეოდა და ზოგიერთ იმბეცილ პოლიტიკანს ლამის ყოველდღიური პროპაგანდა ჰქონდა გამართული ეთრებში, არც სხვა ცნობილი ადამიანები აკლებდნენ დუპლეტობებს… და მაშინ ვთხოვე, რომ შეეჩერებინა ეს ბაკქანალია რომ არც მარიხუანაა მსუბუქი, არც კლუბური.. და აქედან იწყება კატასტროფა – ახლაგაზრდების დაღუპვა…
საშინელებას სჩადიან ცნობილი ადამიანები, როდესაც სულელურად ყვებიან ნარკოტიკის გასინჯვაზე და ა.შ. მოკლედ, ძალიან ადამიანურად მიიღო ჩემი წუხილი და დამპირდა გავაკონტროლებო…
მგონია, რომ მისრულებს ამ თხოვნას, აშკარად შემცირებულია პროპაგანდა..
ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს თურმე რაღაც საკრალური საკითხები, რომლებზეც მოსისხლე მტერთანაც კი შეიძლება დაზავდე და ერთი გზა გქონდეს…
რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის იმას, რომ დანარჩენ 99% საკითხებზე მე და ნიკა გვარამიას რადიკალურად სხვადასხვა აზრები და მიდგომები გვაქვს… ასე როგორ უნდა გამოსწორდეს და მოინანიოს, რომ ამდენი სისხლი ვაპატიო, არ ვიცი… არადა, რაღაცნაირად გული მწყდება…
ინგა გრიგოლიას რაც შეეხება, ახლა რაც არ უნდა არ მოგწონდეთ მისი ზოგიერთი გადაცემა, გარდა იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ და ადამიანურად მიყვარს, მე, მაინც არასდროს დავუვიწყებ წარსულსაც, როდესაც მხოლოდ ინგას ომახიანი ხმა ისმოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და კიდევ რამდენიმესი … მხოლოდ იმედიდან კი არა, უკვე მერე, რაც ინგამ რუსთავი ორის ეთერიდან მოახერხა, იმის გაბედვას ნამდვილად ცხრა თავი უნდოდა …
ისევ გამიგრძელდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აგიხსენით ყველაფერი…
ლანძღვა – გინება არ მინდა, კორექტული კრიტიკა, კი, ბატონო!” – წერს გიორგობიანი.
წყარო: exclusivenews.ge