ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველო კვლავ შეუერთდა.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში.
„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრები ნორვეგია და ისლანდია, ასევე უკრაინა და საქართველო შეუერთდნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ 18 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროპულმა საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 2021 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი ექვსი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
“1 არხი”