23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედიის დროს სამი ადამიანი გადარჩა. მათი მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა.
„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც წარმომადგენლობის Facebook გვერდზეა განთავსებული.
საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
“აიპრესი”