“ნეტა კიდე ეცოცხლა დედაჩემს, კიდე დამაბანია და მაჭმევია მისთვის, რას არ გავიღებდი- ესაა წმინდა ვალი”

ფეისბუქმომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ისეთი თემაა ვერ აუვლი გვერდს

ხაზარაძე რომაა თავყვითელა მდედრი მამა ჩაუბარებია პანსიონატშიო

საერთოდ პანსიონატში ჩაბარება დასავლური ,,ბრენდია,, და ასე აიხსნება

იქ ყურისძირში აქვთ მედიცინა და თავს ტოლებთან უკეთ ერთობიან ასე ჯობიაო

რათქმაუნდა ჯობია რადგან 18 წლის მერე სულ კიდიათ მშობლების აზრი და გადასაკარგში წავლენ! წლები არ მიაკითხავენ!

ან შვილს რომ ფულს ასესხებ ან წინასწარ რომ უნდა შეგითანხმდეს სტუმრად მოსვლაზე

იქ ასეთ მშობლობ შვილობას ქე ჯობა თანატოლები და ნარდი თუ დომინო

რა ველაპარაკო ერებს ვისთვისაც დეიდაშვილ მამიდაშვილ ბიძაშვილი და არაა ძმა არაა და სექსი მოსულა??

არ გავარტყი მაგათ აზრებს!?

ეს ქატო იმათთან იყოს ჩვენ აქეთ გამოვიხედოთ

ზრუნვა ესაა სიყვარულის გამოხატვა და მისი მატერიალიზირებული ქმედება

სიყვარული ეს არის ზრუნვა !! ერთია ორივე

ხოდა სხვასთან გაუშვა და დაავალო მთლიანად ზრუნვა ეს არაფერში არ წერია!

მე არ ვსაუბრობ როცა აუცილებელის გამო გიწევს დამხმარეს ექთნის ძიძას აყვანა (სამსახური! მივლინება !
არ გეხერხება ფიზიკურად და ასე შემდეგ )

მე ზრუნვად გასაღებულ ფაქტიურად გაგდებაზე ვსაუბრობ

ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი აქ და ბავშვებთან დაკავშირებით იუვენალური სატანიზმი რომაა

ყველაფერს აქვს უკუეფექტი! წამალსაც რომელიც სიცოცხლეს გადაგირჩენს

ნებისმიერი რევიზია იმ ფასეულობებში ტრადიციებში და მოთხოვნებში რაც დედაშვილობაში თუ მამაშვილობაში გვაქვს

გრძნობათა გაციებას და სიყვარულის უფრო ცივ ფორმას მოიტანს ნელნელა!

რა მიზეზიც არ უნდა იყოს და ვთქვათ —-ნუ რას იზამ ასე ყოფილა საქმეო —–მომავალში საზოგადოების აზრის სულ უფრო შეგუებას და არცთუ ისე ძნელად მოსავლელების ჩაბარებას გამოიწვევს

აქ შეუვალები ვიყოთ ჯობია სამომავლოდაც!

გამონაკლისი თუა ისე რომ უნდა დააწვინოს ჯობია განხილვის თემად არ ვაქციოთ! შექება სწორად ქნაო კი არ უნდა დავიწყოთ არამედ არაფერი ვთქვათ!!

თუნდაც გამოუვალი იყო გაშვება ესაა უბედურება და ნუ ვაქცევთ რა უჭირს ასე ჯობიად!

თეზა რომ პრობლემა თუა უნდა ვისაუბროთ ყოველთვის არაა პროდუქტიული! თემა თუნდაც საკრალური ასე ითელება და ბოლოს რევიზიაც მისაღები ხდება!

ჯერ ალცჰაიმერზე შეიძლება ჩაბარება მერე სხვაზე!!

სულ ბოლოს კი ბებერია? დავაი პანსიონატში!

პრეცენდეტს დაგორებული ქვის ეფექტი აქვს!

დიახ ასე უნდა ვიზრდებოდეთ

დედაა შენი ! მამაა შენი და ესაა ტვირთი რომელიც სავალდებულო კი არა გენეტიკურია ღვთის მიერ ნაკარნახევი

ჩემს შვილთან ცივი მჭადი მირჩვნია სუპერ პანსიონატს

ასე ერჩივნა დედაჩემს მამაჩემს ბებიაჩემს ბაბუაჩემს ჩემს წინაპრებს

ყველაფერი უნდა ვქნათ ასე ერჩივნოთ ჩვენს შვილებს შვილიშვილებს და უკუნითამდე

სტუდენტი ვიყავი ,,ლეგენდა ნარაიამაზე,, რომ ვნახე

ახლაც მამუნჯებს ამ ფილმის გახსენება

დიახ მეც ვბანდი დედაჩემს! ვუცვლიდი ვურეცხავდი და არ ვანებებდი მეუღლეს სპეციალურად — მარტო ჩემს დას!

ექთანიც და მომვლელიც იზამდა მაგრამ მე რომ ვაკეთებდი მისი სახე გენახათ?

ეს სუპერთერაპიას ჯობდა!

ესაა წმინდა ვალი და სამადლობელი რადგან მოხუცებული ბავშვივითაა იმ ბავშვივით შენ რომ იყავი და გაგზარდა

ნეტა კიდე ეცოცხლა დედაჩემს და ნეტა კიდე დამაბანია და მაჭმევია მისთვის

რას არ გავიღებდი!

წყარო