სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ “ტვიტერზე” აქვეყნებს პოსტს შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცლილთა ოჯახებს.
“მე ძალიან მწუხარებით შევიტყვე დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავტოკატასტროფის შესახებ, რომელმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს,ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას”-წერს ფაშინიანი.
შეგახსენებთ,რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17,ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.
“აიპრესი”